VIDEO: "სიცრუეა, თითქოს, დინამო თბილისში თამაშით ვარ დაინტერესებული" - ბუბა დაუშვილი
ნიქოზიის აპოელის 32 წლის ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დინამო თბილისი ფეხბურთელის დამატებით იყო დაინტერესებული.
დაუშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და მედიას თხოვნით მიმართა, ასეთი ჭორები აღარ გაავრცელონ, რადგან ის დინამო თბილისში თამაშით არაა დაინტერესებული.
"მინდა გავაკეთო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დინამო თბილისია ჩემით დაინტერესებული ან მე ვარ დინამო თბილისში თამაშით დაინტერესებული: ეს არის ცრუ ინფორმაცია, აპოელის ფეხბურთელი ვარ, კონტრაქტი მაქვს ამ კლუბთან და სრულად ვარ კონცენტრირებული ამ გუნდში მონაწილეობაზე.
მინდა თხოვნით მივმართო ჟურნალისტებს, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელეს: გაუფრთხილდით იმიჯს, ფეხბურთელს და კლუბს, რადგან ესეთი ცრუ ინფორმაციები აზიანებს მოთამაშესაც და გუნდებსაც. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია კლუბთან ან ფეხბურთელთან," - ამბობს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვიდეოში.
მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად ნიქოზიის აპოელში 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.