VIDEO: ვეღარ აჩერებენ - ზივზივაძემ უნგრეთში კვლავ გაიტანა
უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში დებრეცენი საკუთარ მოედანზე უიპეშტთან 1-2 დამარცხდა.
ანგარიში აღნიშნულ მატჩში მე-5 წუთზე უიპეშტის ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია.
ბუდუ ზივზივაძე უიპეშტს 2022 წლის იანვარში ფეჰერვარიდან იჯარით შეუერთდა. გუნდის მაისურით 5-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.