ედინ ჯეკო, კოლაშინაცი, კრუნიჩი - ბოსნიამ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ნაკრებმა მარტის ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოსთან დაპირისპირებისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.
სიაში არაა ბეშიქთაშის ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, მის გარდა კი ბოსნიელები სრული საბრძოლო შემადგენლობით არიან.
მეკარეები: იბრაჰიმ შეჰიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკოლაე ვასილი (სანკტ პაული, გერმანია), ვლადან კოვაჩევიჩი (რაკოვი, პოლონეთი), კენან პირიჩი (გიოზთეფე, თურქეთი).
მცველები: სინიშა სანიჩანინი (პარტიზანი, სერბეთი), ანელ აჰმედჰოჯიჩი (ბორდო, საფრანგეთი), დენის ჰაჯიკადუნიჩი (მალმიო, შვედეთი), ადნან კოვაჩევიჩი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკი, კვიპროსი), სეად კოლაშინაცი (მარსელი, საფრანგეთი), ელდარ ჩივიჩი (ფერენცვაროში, უნგრეთი), იუსუფ გაზიბეგოვიჩი (შტურმი, ავსტრია), ამარ დედიჩი (ვოლფსბერგერი, ავსტრია).
ნახევარმცველები: ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), სანინ პრჩიჩი (სტრასბური, საფრანგეთი), რადე კრუნიჩი (მილანი, იტალია), ამერ გოიაკი (დინამო, ხორვატია), გოიკო ციმიროტი (სტანდარდი, ბელგია), ადი ნალიჩი (მალმიო, შვედეთი), ვლადან დანილოვიჩი (ნასიონალი, პორტუგალია), ამარ რაჰმანოვიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), მიროსლავ სტევანოვიჩი (სერვეტი, შვეიცარია)
თავდამსხმელები: ედინ ჯეკო (ინტერი, იტალია), ერმედინ დემიროვიჩი (ფრაიბურგი, გერმანია), სმაილ პრევლიაკი (ეუპენი, ბელგია), ლუკა მენალო (დინამო, ხორვატია).
საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 24 მარტს ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 28 მარტს ალბანეთს დავუპირისპირდებით.