ავტორიზაცია

VIDEO: წალკიდან იარაღით შემოჭრილი ქართველი ბერძენი - რამდენ მილიარდს შეადგენს პაოკის პრეზიდენტის ქონება?

თარიღი 19 Jul 2021, 14:36

2017/2018 წლების სეზონის შეხვედრა "პაოკსა" და "აეკს" შორის, რომლის 97-ე დამატებულ წუთზე მსაჯმა მასპინძლების გოლი გააუქმა.

არბიტრის გადაწყვეტილებით აღშფოთებული სალონიკელთა პრეზიდენტი, ივან სავიდი შეიჭრა მოედანზე, რომელსაც პირადი დაცვაც კი ვერ აკავებდა და რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

ბერძენმა ფუნქციონერმა მიიპყრო მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება, მათ შორის ქართველი გულშემატკივრებისაც.

საქმე ისაა, რომ "არწივების" პრეზიდენტი დაიბადა საქართველოში, წალკის რაიონის სოფელ სანთაში. ელადელი საზოგადო მოღვაწე საფეხბურთო ბიზნესში არის 2005 წლიდან და თავდაპირველად ის ხელმძღვანელობდა რუსულ კლუბებს, "როსტოვსა" და "პონედელნიკს".

2012 წლიდან კი საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი უკვე "შავ-თეთრებს" ჩაუდგა სათავეში. 62-წლის ფუნქციონერს საბერძნეთში აქვს არაერთი ბიზნესი, მისი ქონება კი 2021 წლის მონაცამების თანახმად, 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.