VIDEO: "წინ, ჩემპიონო", - მაიამის ერთ-ერთ რესტორანში მყოფ მესის ასობით გულშემატკივარი გარს შემოერტყა

არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის გარშემო, რომელიც შვებულებას მაიამიში ატარებს, ასობით გულშემატკივარმა მოიყარა თავი.
თაყვანისმცემლებმა "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელი ერთ-ერთ რესტორანში შეამჩნიეს, სადაც ვახშმობდა. ლეო არგენტინელ-ვენესუელელი მომღერლის, რიკარდო მონტანერას საკუთრება Cafe Ragazzi-ს ესტუმრა.
როცა წასვლის დრო დადგა, არგენტინელს ასობით გულშემატკივარი გარს შემოერტყა - მესის დაწესებულებიდან გასვლაში დაცვის წევრები დაეხმარნენ. 34 წლის სუპერვარსკვლავის თაყვანისმცემლები სკანდირებდნენ "წინ, ჩემპიონო", - იტყობინება Daily Mail.
იხილეთ ვიდეო