ავტორიზაცია

VIDEO: წინა ტურში წარუმატებლობის შემდეგ, რომა გამარჯვების გზას დაუბრუნდა - მოურინიოს გუნდმა შინ იმარჯვა

თარიღი 24 Sep 2021, 00:56

სერია ა-ს მე-5 ტურში „რომამ“ „უდინეზე“ დაამარცხა.

შეხვედრა „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ინგლისელმა ფორვარდმა, ტემი აბრაჰამმა გაიტანა და „რომას“ დაგეგმილი სამი ქულა მოუტანა.

90-ე წუთზე რომაელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, როცა ორი გაფრთხილების გამო ლორენცო პელეგრინი გააძევეს. 

ჟოზე მოურინიოს გუნდმა ჩემპიონატში მე-4 მატჩი მოიგო და 12 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, „უდინეზე“ კი 7 ქულით მე-10 პოზიციაზეა.