ავტორიზაცია

ვიგოს სელტამ ბენიტესი გაათავისუფლა

ვიგოს სელტამ ბენიტესი გაათავისუფლა
თარიღი 12 მარ 2024, 17:32
"სელტამ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა. 

კლუბის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ბენიტესის ხელმძღვანელობით გუნდმა ვერ მიაღწია მოსალოდნელ შედეგებს. 

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესი "სელტას" გასული ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა. 

"სელტა" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-17 ადგილზეა.