ავტორიზაცია

ვინ ჩაიბარებს მანჩესტერ იუნაიტედს? - ოთხი კანდიდატი ცნობილია

ვინ ჩაიბარებს მანჩესტერ იუნაიტედს? - ოთხი კანდიდატი ცნობილია
თარიღი 25 აპრ 2024, 12:23
მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. 

როგორც უცხოური მედია იუწყება  ნიდერლანდელი სპეციალისტი შესაძლოა გუნდის მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლონ. 

ESPN-ის თანახმად, ტენ ჰაგი პოტენციური მემკვიდრეების მოკლე სიაში ოთხი მწვრთნელი შედის. 

"წითელი ეშმაკები" შემდეგ სპეციალისტებიდან შეარჩევენ: გარეტ საუთგეიტი (ინგლისი), თომას ფრანკი (ბრენტფორდი), გარი ონილი (ვულვზი) და რობერტო დე ძერბი (ბრაიტონი).