ვინ მოიგებს ოქროს ბურთს შევჩენკოს აზრით? — უკრაინელმა ლეგენდამ ორი ფავორიტი დაასახელა

ანდრეი შევჩენკომ "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ მოიგებს ამ წელს "ოქროს ბურთს".
– თქვენი პირველი მატჩი მოურინიოს "რომას" წინააღმდეგ შედგება.
"ჟოზე მოურინიოს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მისმა მოსვლამ იტალიურ ფეხბურთს ბევრი მისცა".
"ვიცი, "რომასთან" გვიწევს თამაში, მას დიდ პატივს ვცემ. მენტალური ასპექტი მნიშვნელოვანია - საკუთარი თავის უფრო მეტად უნდა გვჯეროდეს".
– ვინ მოიგებს ამ წელს "ოქროს ბურთს"?
"ვფიქრობ, ჟორჟინიო ან მესი", - ციტირებს იტალიური მედია 45 წლის უკრაინელი სპეციალისტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, თავის დროზე თავად შევჩენკოსაც აქვს მოგებული "ოქროს ბურთი" - ლეგენდარული ფორვარდი აღნიშნულ ჯილდოს 2004 წელს დაეუფლა.