ავტორიზაცია

ვინ შეცვლის გვარდიოლას? - ამ ეტაპზე სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

ვინ შეცვლის გვარდიოლას? - ამ ეტაპზე სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია
თარიღი 27 მაი 2024, 11:21
მანჩესტერ "სიტიმ" შეადგინა სპეციალისტების მოკლე სია, რომლებიც მომავალ ზაფხულში პეპ გვარდიოლას შესაძლოა მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალონ. 

შეგახსენებთ, რომ ესპანელ სპეციალისტს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. 

ჟურნალისტ ჯეკ გოგანის თქმით, მანჩესტერ "სიტი" სამი მწვრთნელის ვარიანტს განიხილავს: ჯულიან ნაგელსმანი (გერმანიის ნაკრები), ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი ბაიერ) და მიჩელი (ჟირონა). 

ეს უკანასკნელი მუშაობს კლუბში, რომელიც "მანჩესტერ სიტის" მფლობელებს ეკუთვნის, ამიტომ ეს ვარიანტი ყველაზე მარტივად გამოიყურება.