ავტორიზაცია

ვინ შეცვლის მაცარის? - ნაპოლიმ კანდიდატი შეარჩია და თანხმობაც მიიღო

ვინ შეცვლის მაცარის? - ნაპოლიმ კანდიდატი შეარჩია და თანხმობაც მიიღო
თარიღი 18 თებ 2024, 19:25
უახლოეს დღეებში "ნაპოლიმ" შესაძლოა მთავარი მწვრთნელი შეცვალოს. 

ვალტერ მაცარიმ, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ნოემბერში დაიკავა, მოლოდინი ვერ გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ წინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფია, ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელობა სპეციალისტის გაშვებას განიხილავს. 

როგორც ჟურნალისტი მატეო მორეტო იუწყება, ფრანჩესკო კალცონამ შესაძლოა "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაცარი შეცვალოს. 

წყაროს ცნობით, 55 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "ნაპოლის" თანხმობა უკვე განუცხადა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულიდან კალცონა სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს.