ვიქტორ ოსიმენი სერია A-ში დაბრუნდება?

თურქული "გალათასარაის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა კარიერა ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელოს.
Football Italia-ს ინფორმაციით, ტრანსფერი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენი "ნაპოლიდან" იჯარით "გალათასარაიში" თამაშობს. თუ იანვარში ნიგერიელის ტრანსფერით ტოპ-კლუბი დაინტერესდება, შესაძლოა იჯარა შეწყდეს.
ოსიმენის ახალი კონტრაქტი 70 მილიონი ევროს გამოსასყიდ თანხას ითვალისწინებს. ამრიგად, "ბებერ ქალბატონს" სურვილის შემთხვევაში მოთამაშის შეძენა არ უნდა გაუჭირდეს.