ავტორიზაცია

"ვწუხვარ, რომ ამ გუნდში გადასვლა ვერ მოვახერხე", - ლორია ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ

"ვწუხვარ, რომ ამ გუნდში გადასვლა ვერ მოვახერხე", - ლორია ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ
თარიღი 08 Apr 2021, 21:19

ფამაგუსტას "ანორთოსისის" მეკარემ, გიორგი ლორიამ გაიხსენა თავისი ერთ-ერთი არშემდგარი ტრანსფერი, რომელიც 2014-2015 წლებში მოხდა:

"შემეძლო პაოკში გადასვლა და ამ გუნდთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებას, თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნული ტრანსფერი ჩაიშალა.

ძალიან მინდოდა სალონიკიში თამაში, მოლაპარაკებებზე პირადადად ვიყავი ჩასული. ეს ყველაფერი ხდებოდა 2014-2015 წლებში, ოფიდან წასვლის შემდეგ.

სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ვის ვესაუბრე, კლუბის დირექტორი თუ პრეზიდენტი, ერთ-ერთი იყო", - განაცხადა ქართველმა კიპერმა.

შეგახსენებთ, კრეტადან წამოსვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ჩაირიცხა პირეოსის "ოლიმიაკოსში", თუმცა მან აღნიშნულ გუნდში ერთი მატჩიც არ ჩაატარა.

ბერძნული ფეხბურთის ფლანგმანის შემდეგ, "ჯვაროსნების" პირველმა ნომერმა გამოიცვალა ოთხი კლუბი და ახლა ის კვიპროსშია.

ასევე იხილეთ:

ლორია: "კვარაცხელია მალე დიდ გუნდში წავა"

სანიოლი: "ლორია ასაკშია? მასე კრიშტიანუ რონალდუც ასაკშია და ეს არაფერს ნიშნავს"