წარმოუდგენელი სტატისტიკა - საშუალოდ რამდენ მატჩში ერთხელ იგებს გვარდიოლა ტიტულს?
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ლიგის თასი მოიგო, ფინალში "ქალაქელებმა" "ტოტენჰემი" ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რომელსაც "ბარსელონა" და "ბაიერნიც" გაუწვრთნია, კარიერაში 30-ე ტიტული მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 50 წლის კატალონიელი საშუალოდ ყოველ 23 მატჩში ეუფლება ტიტულს.
გვარდიოლამ უმაღლეს დონეზე მუშაობა 2008 წლის ივლისში დაიწყო, როცა "ბარსელონას" ჩაუდგა სათავეში.
"ბარსას" თავკაცის პოსტზე პეპმა 247 მატჩი ჩაატარა (14 ტიტული), "ბაიერნში" - 161 (7 ტიტული), "სიტიში" კი - 285 (9 ტიტული).
სიტიმ ტოტენჰემს ფინალი ბოლო წუთებზე მოუგო და ინგლისის ლიგის თასს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა!
დამრგვალებული რიცხვი - კარიერაში მერამდენე ტიტულს დაეუფლა პეპ გვარდიოლა?