ავტორიზაცია

"წარმოუდგენელი ტურნირი იყო", - ვის მიუძღვნა მესიმ კოპა ამერიკის მოგება?

"წარმოუდგენელი ტურნირი იყო", - ვის მიუძღვნა მესიმ კოპა ამერიკის მოგება?
თარიღი 12 ივლ 2021, 22:53

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ 2021 წლის კოპა ამერიკის მოგების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"წარმოუდგენელი ტურნირი იყო. ძალიან მიხარია, რომ ამ ბრწყინვალე გუნდის კაპიტანი ვარ. გამარჯვებას ჩემს ოჯახსა და მეგობრებს ვუძღვნი. ყოველთვის მმატებდით მოტივაციას".

"აგრეთვე, მინდა მივმართო არგენტინის მთელ მოსახლეობას, რომელსაც პანდემიის გამო ცუდი პერიოდი ჰქონდა".

"და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი დიეგო მარადონას, რომელიც ყოველთვის მხარს გვიჭერდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო", - აცხადებს 34 წლის არგენტინელი.

მოგეხსენებათ, კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრებმა ბრაზილია ანგარიშით 1:0 დაამარცხა.