ავტორიზაცია

"მოგებული კოპა ამერიკის გარეშეც კი, მესიმ არგენტინისთვის ძალიან ბევრი გააკეთა", - რონალდო

"მოგებული კოპა ამერიკის გარეშეც კი, მესიმ არგენტინისთვის ძალიან ბევრი გააკეთა", - რონალდო
თარიღი 12 ივლ 2021, 13:51

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, ლიონელ მესის კოპა ამერიკის მოგება მიულოცა:

"მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მოიგო პირველი ტიტული? არ ღირს ამ დეტალისთვის ხაზის გასმა. ჩემპიონობის გარეშეც კი, მან თავისი ეროვნული გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

ნუ აკნინებთ ლეოს მიღწევებს, ის ძალიან ეფექტურია. არგენტინელმა თავდამსხმელმა ფეხბურთი მთელ მსოფლიოს შეაყვარა", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა თავისი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში არც მეტი არც ნაკლები 36 ტიტული მოიგო.

35 ჯილდო სამხრეთ ამერიკელმა ფორვარდმა მოიგო "ბარსელონასთან" ერთად, ერთი კი "თეთრ-ლურჯების" შემადგენლობაში.