"წიტაიშვილისგან ძალიან ბევრს ველი", - ჩერნომორეცის მწვრთნელი
გიორგი წიტაიშვილმა უკვე მოასწრო ოდესის "ჩერნომორეცის" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრის ჩატარება. ქართველმა შემტევმა ზღვისპირელთა მთავარი მწვრთნელისგან, იური მოროზგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა.
"შავ-ლურჯების" შემდეგი მოწინააღმდეგე უკრაინის ჩემპიონატის ფარგლებში იქნება დონეცკის "შახტარი", შაბათს, 21 აგვისტოს, ჩვენი დროით 20:30 საათზე. უკრაინელმა დამრიგებელმა ისაუბრა აღნიშნული მატჩის შესახებ და აგრეთვე არც თავისი შეგირდი დაივიწყა:
"შახტართან დაპირისპირება იქნება ურთულესი, თუმცა დანებების უფლება არ გვაქვს. ძალიან მეიმედება წიტაიშვილის, რომლისგანაც მიმდინარე სეზონში ბევრს ველი.
მან გადაიტანა მძიმე ტრავმა და ის ნელ-ნელა ფორმაში შედის. იმედი მაქვს, ქართველი შემტევი ჩვენთან თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს", - განაცხადა "ჩერნომორეცის" თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ ოდესელთა ვინგერი არის კიევის "დინამოს" საკუთრება. აქვე დავამატებთ, ზღვისპირელთა შვიდიანმა გასულ გაზაფხულზე საქართველოს პასპორტი აიღო.
დინამო კიევის შეკრება დატოვა - წიტაიშვილის ახალი გუნდი ცნობილია