[VIDEO] მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - წიტაიშვილმა დინამო კიევში გაიტანა
დინამო კიევი ახალი სეზონისთვის შვეიცარიაში ემზადება, რომლის ფარგლებშიც ამხანაგური მატჩი ფრანგულ დივონის წინააღმდეგ ითამაშა. უკრაინელებმა 5-0 მოიგეს.
აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოედანზე და 67-ე წუთზე გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა სულ ახლახანს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ჯანმრთელად ყოფნის შემთხვევაში, სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ჯვაროსანთა განკარგულებაში შეეძლება ყოფნა.