ავტორიზაცია

ყატარის ინვესტორთა ჯგუფმა მანჩესტერ იუნაიტედის შესაძენად ბოლო შეთავაზება გააკეთა

ყატარის ინვესტორთა ჯგუფმა მანჩესტერ იუნაიტედის შესაძენად ბოლო შეთავაზება გააკეთა
თარიღი 07 ივნ 2023, 17:03
ყატარის ინვესტორთა ჯგუფმა, შეიხ ჯასიმის ხელმძღვანელობით, მანჩესტერ "იუნაიტედის" შესაძენად მეხუთე და ბოლო შეთავაზება გააკეთა. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ყატარის წარმომადგენლებმა საბოლოო პასუხისთვის ვადა პარასკევამდე განსაზღვრეს.

თუ გლეიზერის ოჯახი მანამდე არ დათანხმდება კლუბის გაყიდვას, მაშინ შეიხი ჯასიმი ამ იდეაზე უარს იტყვის.

გაზაფხულის ბოლოს პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თუ შეიხი ჯასიმი იყიდის კლუბს, მაშინ მანჩესტერ "იუნაიტედმა" შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "პსჟ"-დან ვარსკვლავი ნეიმარი შეიძინოს.