"ყოველ მატჩსა და ვარჯიშზე 5 კილოგრამს კარგავს", - ჰალკის გუნდის ფიზიოთერაპევტმა მიზეზი განმარტა
"ატლეტიკო მინეიროს" ფიზიოთერაფევტმა, რობერტო კიარიმ გუნდის თავდამსხმელ ჰალკის ორგანიზმის თავისებურებებზე ისაუბრა.
"ჰალკი ბევრს ოფლიანობს, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია, რადგან სხეულიდან სითბოს მოსაშორებლად ყველაზე ეფექტურ გზას იყენებს. შევამჩნიეთ, მატჩებსა და ვარჯიშებზე მთელ 5 კილოგრამს კარგავს".
"ამიტომაც, გადაწყდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის ჰიდრატაციას. გუნდმა იცის, ჰალკი პირველია, ვინც წყალი უნდა დალიოს".
"ჰალკის ჰიდრატაცია დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. მეორე დღეს იმდენს იწონის, რამდენსაც ვარჯიშამდე იწონიდა. სანამ მას ვაკვირდებით, საშიში არაფერია", - ციტირებს კიარის სიტყვებს A Bola.
ასევე იხილეთ: