"ყველაფერი აქვს, რათა გახდეს ფანების საყვარელი მოთამაშე" - გერმანული მედია ჩაკვეტაძეზე

გერმანული ბუნდესლიგა 2-ის 22-ე ტურში ჰამბურგი უშუალო კონკურენტ ჰეიდენჰემს დაუპირისპირდა და 2-0 მოუგო.
აღნიშნულ მატჩში 66-ე წუთიდან ჩაერთო საქმეში ჰამბურგის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა და მოედანზე ყოფნის 25-წუთიანი მონაკვეთით 7.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
"საშინაო სადებიუტი მატჩში ნამდვილი ზეიმი იყო მისი ყურება. ყველაფერი აქვს, რომ ფანების ფავორიტი ფეხბურთელი გახდეს. ბურთს შესანიშნავად ეხება, ამ თამაშში ეს სამჯერ ბრწყინვალედ გამოუვიდა," - წერს Hamburger Abendblatt.
გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგს 2022 წლის იანვარში 6-თვიანი მშრალი იჯარით ბელგიური გენტიდან შეუერთდა.
22 ტურის შემდეგ ჰამბურგი ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-2 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ვერდერთან სხვაობა 1 ქულაა.