ყველაფერი საკმაოდ რთულადაა - არც სანჩო და არც ტენ ჰაგი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობენ

ერიკ ტენ ჰაგი ჯეიდონ სანჩოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
„არსენალთან" წაგებული (1:3) მატჩის შემდეგ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სანჩოს ცუდად ვარჯიშში დასდო ბრალი და მისი განაცხადში ვერ მოხვედრა სწორედ ამას დააბრალა, რასაც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტით უპასუხა და თქვა, რომ დიდი ხანია, უსამართლოდ, მისი სახით გუნდში განტევების ვაცი ჰყავთ ნაპოვნი.
გუშინ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ფეხბურთელს კლუბის ბაზაზე და მათ შორის, სასადილოში შესვლაც აუკრძალა იქამდე, სანამ ის ბოდიშს არ მოიხდის.
Sky Sports-ის ინფორმაციით, „მან იუნაიტედში“ იმედოვნებდნენ, რომ ეს კონფლიქტი სანაკრებო პაუზის დროს მოგვარდებოდა. თუმცა, არც ფეხბურთელი და არც მწვრთნელი არაფერს არ ნანობენ და კომპრომისზე წასვლასაც არ აპირებენ. ტენ ჰაგი ფიქრობს, რომ სანჩომ მას ბრალი ტყუილში დასდო და მისი ავტორიტეტი შეარხია.
ფეხბურთელებმა ჯეიდონს კარიერის გადასარჩენად მწვრთნელისთვის ბოდიშის მოხდა ურჩიეს, თუმცა ჯერჯერობით ინგლისელი განცალკევებით ვარჯიშობს და მწვრთნელთან მობოდიშების ვარიანტს არ განიხილავს.