ავტორიზაცია

ყველაზე მეტი დარტყმა, თუმცა არცერთი გოლი — ბალოტელის წარუმატებელი სტარტი თურქეთში

ყველაზე მეტი დარტყმა, თუმცა არცერთი გოლი — ბალოტელის წარუმატებელი სტარტი თურქეთში
თარიღი 19 Sep 2021, 12:58

"ადანა დემირსპორის" თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის თურქეთის ჩემპიონატის მე-4 ტურისთვის მეტოქის კარის მიმართულებით ყველა ფეხბურთელზე მეტი დარტყმა აქვს განხორციელებული.

ასე და ამგვარად, 2021/22 წლების სეზონში 31 წლის იტალიელის ანგარიშზე უკვე 15 დარტყმაა.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ "სუპერ მარიოს" მიმდინარე სეზონში ჯერ ერთი გოლიც კი არ გაუტანია.

შეგახსენებთ, ბალოტელი "ადანა დემირსპორში" 2021 წლის ივლისის თვეში გადავიდა.

ახალი გუნდის რიგებში 31 წლის იტალიელმა თავდამსხმელმა უკვე 4 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

VIDEO: განრისხებული სუპერ მარიო — ბალოტელიმ შეცვლის შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა