ზედიზედ 4 მშრალი ფინალი და 19 სეივი — კურტუა რეალის ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერობას უმიზნებს!

მადრიდის "რეალის" გოლკიპერი, ტიბო კურტუა ფინალურ შეხვედრებში გოლს პრაქტიკულად არ უშვებს.
მოგეხსენებათ, 2022 წლის უეფას სუპერთასის ეგიდით, მადრიდულმა გრანდმა დღეს ფრანკფურტის "აინტრახტი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა კიპერმა "სამეფო კლუბის" მაისურით ეროვნული და ევროპული ტურნირების ოთხ ფინალში 19-ვე ზუსტი დარტყმა მოიგერია.
ასე და ამგვარად, 30 წლის მეკარემ საკუთარი კარი მშრალად ესპანეთის სუპერთასის 2019/20 და 2021/22 წლების სეზონის ფინალებში, 2021/22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ დაპირისპირებაში და დღეს, ევროპის სუპერთასის მატჩში შეინახა - ზედიზედ 4 ფინალში.
კურტუამ "რეალის" რიგებში მხოლოდ ერთ ფინალში გაუშვა გოლი - 2018 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ალ აინისგან" (4:1).