ავტორიზაცია

ზედიზედ მეორედ - ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია!

ზედიზედ მეორედ - ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია!
თარიღი 28 Apr 2021, 22:59

ვარშავის ლეგია ზედიზედ მეორედ პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს იზეიმებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილიაც.

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში იაგიელონიასა და რაკოვის მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ხოლო ლეგიამ უახლოეს მდევარს 9 ქულით გაასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქელებზე გადასწრების შანსი აღარ არსებობს.

ვაკო გვილია ვარშავის ლეგიას 2019 წლის ზაფხულში შვეიცარიული ლუცერნიდან 300,000 ევროდ შეუერთდა და მისი ორივე წელი ვარშაველთა მაისურით წარმატებული აღმოჩნდა - ორივეჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

მიმდინარე სეზონში ვაკო გვილიამ ლეგიას მაისურით 22-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ქართველის 2019/20 წლების სეზონი ბევრად პროდუქტიული იყო, სადაც 10 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

26 წლის ნახევარმცველს ვარშავის ლეგიასთან ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით, გვილია კლუბს დატოვებს, რადგან ახალ ხელშეკრულებაზე მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.

"ხვიჩა არ გვჭირდება? ახლა სად ხართ ტვინიკოსებო?", - რუსი ფანების რეაქცია რუბინის წაგებაზე

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები შვედეთს, საბერძნეთსა და კოსოვოს ბათუმის სტადიონზე მიიღებს