ავტორიზაცია

"ხვიჩა არ გვჭირდება? ახლა სად ხართ ტვინიკოსებო?", - რუსი ფანების რეაქცია რუბინის წაგებაზე

"ხვიჩა არ გვჭირდება? ახლა სად ხართ ტვინიკოსებო?", - რუსი ფანების რეაქცია რუბინის წაგებაზე
თარიღი 27 Apr 2021, 16:29

ყაზანის "რუბინი" პრემიერ ლიგის გასულ ტურში დამარცხდა "კრასნოდართან", ანგარიშით 0:1. "წითელ-მწვანეებში" ტრავმის გამო არ თამაშობდა ხვიჩა კვარაცხელია და უნდა ითქვას, რომ რუსმა ქომაგებმა სრულფასოვნად შეიგრძნეს, თუ რას ნიშნავს მის გარეშე ბრძოლა.

წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო კომენტარებს, რომელმაც სოციალურ ქსელებში ლეონიდ სლუცკის შეგირდებისა და "ხარების" მატჩის შემდეგ გაიჟღერა:

"Если рубин без флангов привычных (Макаров и Хвича) победит, то я оч удивлюсь, но болеть буду за них" - "გამიკვირდება თუ რუბინი მოიგებს ჩვეული ფლანგების გარეშე (მაკაროვი, ხვიჩა)".

"Без Хвичи и Макарова рубин обычный середняк, к сожалению" - "ხვიჩას და მაკაროვის გარეშე რუბინი ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდია".

"Сегодня мы видим игру как бы будущего Рубина. После ухода Кварацхелия и Макарова. Картинка не айс" - "ვუყურებთ მომავალი სეზონის რუბინის თამაშს. კვარაცხელიასა და მაკაროვის წასვლის შემთხვევაში კარგი სურათი არ იქნება".

"без хвичи-лёня всем сольёт" - "ხვიჩას გარეშე სლუცკი ყველასთან წააგებს".

"Нет, я, конечно, понимаю, что Хвичи и Макарова нет, но прям такого избиения я не ожидал, если честно" - "მესმის, რომ ხვიჩა და მაკაროვი არ არიან, თუმცა ასეთ განადგურებას მაინც არ ველოდი".

"Че там Хвича не особо нужен да Рубину? Где умники?" - "რაო, რას იძახდით, ხვიჩა რუბინს არ სჭირდება? სად ხართ ტვინიკოსებო?".

"Нет Хвичи, нет зубов в атаке" - "ხვიჩას გარეშე რუბინს შეტევაში კბილები არ აქვს".

წრეზე სიარული - რუბინის კომენტარი კვარაცხელიას იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შესახებ

გამოკითხვა: სურთ თუ არა ლიდსის გულშემატკივრებს თავიანთ გუნდში კვარაცხელიას ხილვა?