ზედიზედ მესამე მატჩში! გიორგი მამარდაშვილი კვლავ სასტარტოშია
ზედიზედ მეორედ - ლა ლიგის მესამე ტურში გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
20 წლის ქართველი მეკარე ამჯერად „ღამურების“ კარს „ალავესის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაიცავს.
ხოსე ბორდალასის მიერ შერჩეული სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მამარდაშვილი, კორეია, გაბრიელ პაულისტა, ალდერეტე, გაია, სოლერი, ვასი, გილამონი, ჩერიშევი, გედეში, მაქსი გომესი
მატჩი თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიაში“ ოფიციალური დებიუტი მამარდაშვილის ლა ლიგაში ჰქონდა - პირველ ტურში მან „ხეტაფესთან“ კარი მშრალად შეინახა და რამდენიმე კარგი სეივით თავის გუნდს 1:0 გამარჯვებაც მოუტანა. მეორე ტურში მან „გრანადასთან“ ითამაშა, სადაც მხოლოდ ერთი სეივი ჰქონდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.