ავტორიზაცია

ჟურნალისტი: "ალ ნასრის ფეხბურთელმა მითხრა, რომ რაც რონალდუ გადმოვიდა, მეტოქეები 200%-ით იხარჯებიან"

ჟურნალისტი: "ალ ნასრის ფეხბურთელმა მითხრა, რომ რაც რონალდუ გადმოვიდა, მეტოქეები 200%-ით იხარჯებიან"
თარიღი 16 მაი 2023, 00:34
კრიშტიანუ რონალდუს გამო, „ალ ნასრის“ მეტოქეები მაქსიმალურად ცდილობენ დახარჯვას.

„როცა „ალ ნასრის“ ფეხბურთელები ხედავენ, როგორ ვარჯიშობს კრიშტიანუ, ისინი ცდილობენ, მისი უმაღლესი დონის თავდადებას შეესაბამმონ.

ყველაფერი თავდაჯერების ამბავია. შეხედეთ მათრონალდუს მოსვლამდე და ნახავთ, რამდენად გაიზარდნენ ისინი და რაოდენ მეტად იხარჯებიან.

იგივე ეხება მეტოქეებსაც. ახლახანს ლუის გუსტავოს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ რონალდუს მოსვლის შემდეგ, გუნდების უმეტესობა „ალ ნასრთან“ 200%-ით იხარჯებიან, ამაშია მთელი არსიც.

როცა იცი, რომ მთელი მსოფლიო გიყურებს, ბოლომდე იხარჯები. ამის ხარჯზე საუდის არაბეთის ლიგა უკეთესი ხდება.“, - აღნიშნა ჟურნალისტმა ჰალედ ალ არაფამ.