ავტორიზაცია

ბერნარდო სილვა: "როცა რონალდუ ოქროს ბურთს ვერ იგებდა, ნაკრებში გვეუბნებოდა, რომ მეტს იმსახურებდა"

ბერნარდო სილვა: "როცა რონალდუ ოქროს ბურთს ვერ იგებდა, ნაკრებში გვეუბნებოდა, რომ მეტს იმსახურებდა"
თარიღი 12 May 2023, 22:55
ბერნარდო სილვამ კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„პორტუგალიიდან ოქროს ბურთი სამ ფეხბურთელს აქვს მოგებული, მაგრამ მე მათ შორის საუკეთესოს ვერ გამოვარჩევ.

პირველმა ეს ეუსებიომ გააკეთა, თანაც ის „ბენფიკადან“ არის - კლუბიდან, რომლის აკადემიიდანაც მე ვარ.

შემდეგ ოქროს ბურთი ლუიშ ფიგუმ მოიგო, ბოლოს კი კრიშტიანუ რონალდუმ - პორტუგალიის ნაკრებში ჩვენმა კაპიტანმა.

როცა ნაკრებში ვიყავით, ის გვეუბნებოდა, რომ მისი აზრით, იმ წლებში, როცა ის ამ ჯილდოს ვერ იგებდა, გაცილებით მეტს იმსახურებდა.

კრიშტიანუს მუდამ მწვერვალზე ყოფნა ძალიან უყვარს. ის ძალიან კონკურენტუნარიანია. რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ბედნიერია, როცა მარცხდება.“, - აღნიშნა „მან სიტის“ ნახევარმცველმა.