ავტორიზაცია

ჟურნალისტი: თუ მესი ალ-ჰილალთან კონტრაქტს არ მოაწერს ხელს, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს

ჟურნალისტი: თუ მესი  ალ-ჰილალთან კონტრაქტს არ მოაწერს ხელს, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს
თარიღი 05 ივნ 2023, 19:16
ორშაბათს, ლიონელ მესის მამა და აგენტი ხორხე მესი "ბარსელონას" პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას შეხვდა. 

გარდა ამისა, ხორხე მესიმ განაცხადა, რომ მის შვილს კატალონიურ კლუბში დაბრუნება სურს. 

ამასობაში ჟურნალისტ რუდი გალეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ უახლოეს სამ დღეში მესის და "ალ-ჰილალს" შორის კონტრაქტის გაფორმებაა მოსალოდნელი.

აღნიშნულია, რომ არგენტინელი ვარსკვლავის მამა და აგენტი უკვე შეთანხმდნენ კონტრაქტის ყველა პირობაზე წელიწადში 500 მილიონი დოლარის ხელფასით - ყველაფრის გაოფიციალურებას მხოლოდ თავად ლიონელის ხელმოწერები აკლია.

შეთანხმებული დეტალები დოკუმენტირებულია. თუ მესი გადაიფიქრებს და "ალ-ჰილალთან" კონტრაქტს არ მოაწერს ხელს, მას 3 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.