ავტორიზაცია

პსჟ-მ ორი ტრანსფერი უკვე შეათანხმა: უგარტე და ასენსიო სამედიცინო შემოწმებას გადიან

პსჟ-მ ორი ტრანსფერი უკვე შეათანხმა: უგარტე და ასენსიო სამედიცინო შემოწმებას გადიან
თარიღი 05 ივნ 2023, 18:19
"პსჟ"-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა დაიწყო.  

პარიზული გუნდმა "სპორტინგის" ურუგვაელ ნახევარმცველთან მანუელ უგარტესთან და მარკო ასენსიოსთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელი ამჟამად პარიზშია და სამედიცინო შემოწმებას გადის.

"პსჟ"-მ უგარტეს ტრანსფერში 60 მილიონ ევროს გადაიხდის, ურუგვაელის ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი კი 2028 წლამდე იქნება გათვლილი.

რაც შეეხება მარკო ასენსიოს, ის კრისტოფ გალტიეს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი კონტრაქტი 2027 წლამდე იქნება ძალაში.