ზივზივაძე: "ვეცდებით, რომ ნოემბერში სიტუაცია გამოვასწოროთ"
უეფას ერთა ლიგის მატჩში, ალბანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა.
"მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ მწვრთნელის დავალებები შეგვესრულებინა, თუმცა, მომენტები ვერ გამოვიყენეთ. პირადად მე ორი კარგი შანსი მქონდა და პირველივე წუთებზე რომ გამეტანა გოლი, ვფიქრობ, დიდ უპირატესობად მოვიპოვებდით."
"მეტოქეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, საიდანაც ერთი გოლად გარდასახა და საბოლოოდ დავმარცხდით. გვსურდა, რომ საკუთარ კედლებში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მოგვეგო, მაგრამ ეს ფეხბურთი და ყველა თამაშის მოგება შეუძლებელია."
"გულშემატკივრებს მადლობა მინდა გადავუხადო, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში გვედგნენ გვერდში და ვეცდებით, რომ ნოემბერში სიტუაცია გამოვასწოროთ" — ბუდუ ზივზივაძე.