ავტორიზაცია

ზუბკოვი ჩერჩესოვზე: "მართალია ის იარაღით არ შესულა უკრაინაში, მაგრამ პასპორტი პასპორტია"

ზუბკოვი ჩერჩესოვზე: "მართალია ის იარაღით არ შესულა უკრაინაში, მაგრამ პასპორტი პასპორტია"
თარიღი 17 სექ 2022, 11:39

დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველმა ლექსანდრე ზუბკოვმა "ფერენცვაროში" გამოსვლისას სტანისლავ ჩერჩესოვთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ჩემ და მწვრთნელის, როგორც ფეხბურთელის ურთიერთობა არ ყოფილა პრობლემა. ის და კლუბი მიხვდნენ, რომ დამშვიდებისთვის დრო მჭირდებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად რთული იყო.

მართალია, ეს არ იყო ჩერჩესოვი, ვინც იარაღით შევიდა უკრაინაში. მაგრამ პასპორტი პასპორტია, ის თავის საქმეს აკეთებს. მას აქვს რუსეთის მოქალაქეობა, რამაც მის თავში რაღაც ორმაგი შგრძნება დატოვა. რთული იყო საკუთარ თავში გამორკვევა. ადვილი არ არის იმის აღწერა, თუ რას ვგრძნობ ამ ყველაფრის მიმართ ",- თქვა ზუბკოვმა.

უკრაინელი ფეხბურთელი "ფერენცვაროსის" რიგებში 2019 წლის ივნისიდან გამოდიოდა. დონეცკის "შახტარმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მის ტრანსფერში 2 მილიონი ევრო გადაიხადა.