"ევერტონმა" თვალი საპონარას დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ევერტონმა" თვალი საპონარას დაადგა


"ევერტონი" ინტერესს "ემპოლის" თავდამსხმელ რიკარდო საპონარასადმი იჩენეს, ავრცელებს ინფორმაციას Daily Star. ინგლისელები 23 წლის იტალიელის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას ზამთარში გააკეთებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონი ევროა. "ემპოლისთან" მას მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში საპონარამ იტალიის სერია ა-ში 3 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები