პალასიო იანვარში შეიძლება "ბოკაში" გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პალასიო იანვარში შეიძლება "ბოკაში" გადავიდეს


"ინტერის" თავდამსხმელი როდრიგო პალასიო შეიძლება "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდეს, ავრცელებს ცნობას El Superclasico. ამ ზაფხულს არგენტინულ კლუბთან კონტრაქტი "იუვენტუსის" აწ უკვე ექს-ფორვარდმა, კარლოს ტევესმა გააფორმა. თანხაზე, რომელსაც "ბოკა ხუნიორსი" პალასიოს სანაცვლოდ იხდის, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, როდრიგოს სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა. პალასიო "ბოკა ხუნიორსის" ღირსებას 2004 წლიდან 2009 წლამდე იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები