შოთა არველაძე მსაჯებით უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შოთა არველაძე მსაჯებით უკმაყოფილოა


თურქეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩი "ტრაბზონსპორსა" და "გალათასარაის" შორის სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი "ტრაბზონის" ქართველმა სპეციალისტმა, შოთა არველაძემ გააკეთა, რომელიც მსაჯებით უკმაყოფილოა. "ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთან ძალიან კარგი და სანახაობრივი მატჩი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში 2-3 რეალური მომენტი გვქონდა, თუმცა, გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმში მე-80 წუთამდე ორგანიზებულად ვთამაშობდით. ბოლო 10 წუთი კი საშინელება იყო. მეტოქემ ჩვენი შეცდომის ხარჯზე გაიტანა გოლი. მიუხედავად იმისა, რომ არასასურველი შედეგი დაფიქსირდა, კმაყოფილი ვარ თამაშით. რაც შეეხება მსაჯებს, მათი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ვარ. ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტი იყო დასადები. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯებს ეს ეპიზოდი გამოეპარათ. ჯერ მხოლოდ 5 ტურია გასული და ყველაფერი წინაა. შევეცდებით, ყველა მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ და გავახაროთ გულშემატკივარი" , - აცხადებს არველაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები