ფელიპე მელო: "ინტერის" ფეხბურთელები მებრძოლები არიან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფელიპე მელო: "ინტერის" ფეხბურთელები მებრძოლები არიან"


"ინტერის" ნახევარმცველი ფელიპე მელო იტალიის ჩემპიონატის ეგიდით "კიევოსთან" (1:0) გამართულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილია. მილანელთათვის ეს მოგება ამ სეზონში ჩატარებულ მეოთხე ტურში მეოთხე აღმოჩნდა. "ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგად დაწყება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სტაბილურობა და მოგებათა სერიის გაგრძელებაა", - ციტირებს მელოს სიტყვებს Sky Italia. "ინტერი" ყოველთვის ჩემპიონობას უმიზნებს. "ნერაძური" ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ მებრძოლები ვართ, შეკრულები უნდა ვიყოთ, თითოეულ დაპირისპირებაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ვნახოთ, სადამდე გავალთ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები