რონალდ კუმანი: "არ წაგვიგია "მანჩესტერ იუნაიტედთან", საკუთარ თავთან წავაგეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდ კუმანი: "არ წაგვიგია "მანჩესტერ იუნაიტედთან", საკუთარ თავთან წავაგეთ"


"საუთჰემფტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩში შინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხებაზე (2:3). "პირველი 30 წუთის მანძილზე იდეალურად ვთამაშობდით. თამაშის ორგანიზებას ვახდენდით და მოწინააღმდეგეს უჭირდა ჩვენი გატეხვა. შესვენებამდე 10 წუთით ადრე ცოტა დავნებდით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. რწმენა დავკარგეთ. ანგარიში 2:3 რომ გახდა, კარგი რეაქცია გვქონდა. საკმარისი მომენტები გვაქონდა, მაგრამ დავიდ დე ხეამ რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა. ჩვენ არ წაგვიგია "მანჩესტერ იუნაიტედთან", საკუთარ თავთან წავაგეთ. შეგვიძლია კარგი ფეხბურთის თამაში, როცა ყველაფერს ვაკონტროლებთ. ეს რწმენის საკითხია. შეცდომები ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ" , - თქვა კუმანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები