"იუვენტუსი" - "ფროზინონე". მორატა და მანჯუკიჩი განაცხადში ვერ მოხვდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იუვენტუსი" - "ფროზინონე". მორატა და მანჯუკიჩი განაცხადში ვერ მოხვდნენ


"იუვენტუსის" რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი არ ითამაშებს "ფროზინონესთან" სერია ა-ს მე-5 ტურის მატჩში. ტრავმების გამო "ბიანკონერის" განაცხადში თავდამსხმელები: ალვარო მორატა და მარიო მანჯუკიჩი ვერ მოხვდნენ. ისევ აღდგენით პროცესს გადიან ნახევარმცველები: კლაუდიო მარკიზიო, სამი ხედირა და კვადვო ასამოა. შეგახსენებთ, მატჩი "იუვენტუსი" - "ფროზინონე" ოთხშაბათს, 23 სექტემბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები