"რონალდუს თუ არ ეტყვი, რომ საუკეთესოა, ის შენი მეგობარი აღარ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რონალდუს თუ არ ეტყვი, რომ საუკეთესოა, ის შენი მეგობარი აღარ არის"


მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, გონსალო იგუაინმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. არგენტინელმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი მოთამაშე ეგოისტია. "ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ეგოისტი ფეხბურთელია. მახსოვს "რეალში" თამაშის დროს, თუ კრიშტიანუზე არ ფიქრობდი, რომ საუკეთესო იყო, ის შენი მეგობარი აღარ იქნებოდა", - აცხადებს გონსალო იგუაინი. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი და პორტუგალიელი 2009-2014 წლებში იყვნენ თანაგუნდელები.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები