ბლანი: "ის გუნდი მოიგებს, რომელიც უკეთ დაიცავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბლანი: "ის გუნდი მოიგებს, რომელიც უკეთ დაიცავს"


"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი "შახტართან" მატჩის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა. ლვოვ არენაზე მატჩისწინა კონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა პატივისცემა გამოხატა "შახტარისადმი" და მის მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუსადმი. "შახტარი" შესანიშნავი გუნდია კარგი მწვრთნელით. მას საკუთარი სათამაშო ფილოსოფია აქვს. შემადგენლობაში კარგი ბრაზილიელი და უკრაინელი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც ადრეც ვაკვირდებოდი" , - თქვა ბლანმა. "მაღაროელები" ლამაზად თამაშობენ და ყოველთვის პრობლემებს უქმნიან ევროპულ ძლიერ კლუბებსაც კი. მაგრამ ხვალ ის გუნდი მოიგებს, რომელიც უკეთ დაიცავს. მესმის, რომ ჩემპიონთა ლიგა წმინდა გრაალივითაა და პრესა, ძირითადად, ამ ტურნირში ასპარეზობის მიხედვით შეგვაფასებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები სხვა შეჯიბრებებშიც" , - შეაჯამა "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები