"ფიორენტინა" მექსესით აღარ ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ფიორენტინა" მექსესით აღარ ინტერესდება


"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა, დანიელე პრადემ "მილანის" მცველ ფილიპ მექსესის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. "ძალიან ადრეა სატრანსფერო ბაზარზე საუბარი, მაგრამ ყველამ იცის, რომ მცველი გვაკლია. სწორედ მას ვეძებთ. მექსესით ზაფხულში ვინტერესდებოდით, მაგრამ ის "მილანის" ფეხბურთელია. მისით აღარ ვართ დაინტერესებულნი. ლისანდრო ლოპესი მოგვწონს, მაგრამ ის ერთადერთი მიზანი არაა. ჩვენ ნათელი იდეები გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ბიჭებთან და მწვრთნელთან მიმართებაში ლამაზი არაა სატრანსფერო ბაზარზე საუბარი" , - თქვა პრადემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები