ჰუმელსი: "გერმანია ფავორიტია, მაგრამ რთული მატჩი გველის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰუმელსი: "გერმანია ფავორიტია, მაგრამ რთული მატჩი გველის"


გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ირლანდიის წინააღმდეგ დათმო, საქართველოსთან კი ქულები აუცილებლად სჭირდება. გუშინდელ ინტერვიუში გერმანელმა მცველმა მატს ჰუმელსმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა. "ვფიქრობ, ირლანდიასთან კარგი თამაში გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით. ბევრი შანსი გვქონდა და 90 წუთი ბიბრძოდით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ. საქართველოს წინააღმდეგ ქულები აუცილებლად გვჭირდება. ფავორიტები ვართ, მაგრამ რთული მატჩი გველის", - განაცხადა ჰუმელსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები