უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს


უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
უეფას ვიცეპრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს დროებით პრეზიდენტად აირჩიეს.
ესპანელი ნიონში უეფას შტაბ-ბინაში საგანგებო შეხვედრის დროს აირჩიეს. თავად ვილიარი სხდომაზე არ იმყოფებოდა. პლატინი ფიფას ეთიკის კომიტეტის ვერდიქტით 90 დღით ჩამოშორდა საფეხბურთო საქმიანობას. ფიფას ეთიკის კომიტეტმა პარალელურად ვილიარის წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება. ესპანელ ჩინოვნიკს 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების არჩევასთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა, მაგრამ დუმილი არჩია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები