ორიჯი: "კლოპმა შემართებით და უშიშრად თამაში დაგვავალა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ორიჯი: "კლოპმა შემართებით და უშიშრად თამაში დაგვავალა"


მერსისაიდული "ლივერპულის" ბელგიელმა თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ ლონდონის "ტოტენჰემთან" თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გუშინ "წითლებმა" "ტოტენჰემთან" ნულოვანი ფრე დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელისთვის იურგენ კლოპისთვის სადებიუტო მატჩი იყო. "მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გავიზარდო. მალე ყველაფერი წესრიგში იქნება. სამწუხაროა, რომ გუშინ ჩემს გუნდს გატანილი გოლით ვერ დავეხმარე, თუმცა მე ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. კლოპმა ჩვენ გვითხრა, რომ შემართებით და უშიშრად გვეთამაშა. მისი დავალება ჩვენს მორალურ მდგომარეობაზე კარგად აისახა. მას ყველასი სჯერა. ახალგაზრდა მოთამაშეები, ვეტერანები მისთვის დაბრკოლებას არ წამოადგენს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მისი ნდობა მოვიპოვოთ. ჩვენ წინ კარგი სეზონი გველოდება.", - დასძინა "ლივერპულის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები