ბიძინაშვილი: ''შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ'' » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბიძინაშვილი: ''შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ''


21 ოქტომბერს, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის დროით 19:00 საათზე “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, განმეორებით შეხვედრაში “საბურთალო” “მიდტიულანდს” უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. მატჩამდე, GOAL.GE-სთან "საბურთალოს" ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ბიძინაშვილმა ისაუბრა. - მოლოდინი დიდი გვაქვს, მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც, რადგან წინ ძალიან საპასუხისმგებლო და დაძაბული თამაში გველის. ერთმანეთის გვერდში დგომით ვეცდებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ და მოსული მაყურებელი ვასიამოვნოთ. მოწინააღმდეგეზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ათლეტური გუნდია და სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. რაც შეეხება "საბურთალოს" სათამაშო ტაქტიკას, როგორც ყოველთვის , შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩევნს მაქსიმუმს გავაკეთებთ. რაც ყველაზე მთავარია, გულშემატკივარს მოვუწოდებ,რომ მოვიდნენ მოედანზე, გვერდში დაგვიდგნენ და ბოლომდე სჯეროდეთ ჩვენი. მათი თანადგომა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

დასწრება უფასოა!

ნინო ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები