მესი: "მე არ ვეჯიბრები რონალდოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი: "მე არ ვეჯიბრები რონალდოს"


არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ისაუბრა მასსა და რონალდოს შორის კონკურენციაზე. სწორედ ეს 2 ფეხბურთელი დომინირებს თანამედროვე ფეხბურთში, რაზეც ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ბოლო 7 ოქროს ბურთს, ერთ-ერთი მათგანი იგებდა. იანვარში მესის გადაეცა ეს ტიტული, თუმცა, წინა 2 წლის გამარჯვებული კრიშტიანო გახდა. 28 წლის ფეხბურთელმა განაცხადა: "ხალხი საუბრობს ჩვენზე და ერთმანეთს გვადარებენ. მე არ ვეჯიბრები რონალდოს და ვფიქრობ, არც ის მეჯიბრება მე. მე ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვადგე გუნდს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები