ნოლიტო: "სელტადან" იანვარში არ წავალ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნოლიტო: "სელტადან" იანვარში არ წავალ"


"სელტას" ნახევარმცველმა, ნოლიტომ კომენტარი გააკეთა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე. "ღმერთი განსაზღვრავს ჩემს ბედს. "სელტადან" იანვარში არსად არ წავალ, ვიგოში ყველაფრით კმაყოფილი ვარ" , - თქვა ნოლიტომ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ფეხბურთელის პრეტენდენტი "არსენალიცაა". ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 8 მატჩში ნოლიტომ 6 ბურთი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები