"ბაიერნი" რეკორდებს ამყარებს, ლევერკუზენში გოლების წვიმა არ წყდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბაიერნი" რეკორდებს ამყარებს, ლევერკუზენში გოლების წვიმა არ წყდება


დღეს ბუნდესლიგის მე-10 ტურის შაბათი დღის შეხვედრები გაიმართა. მიუნხენის "ბაიერნმა" სახლში "კიოლნი" მიიღო და 4-0 გაანადგურა. "რეკორდმაისტერმა" ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო მიმდინარე სეზონში, ხოლო, საერთო ჯამში, მე-1000 შეხვედრა. აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა არიენ რობენმა, რომელმაც "თხების" წინააღმდეგ ანგარიში გახსნა. გოლების წვიმა ლევერკუზენში კვლავ არ წყდება. "რომასთან" ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერ-არენაზე 8 გოლი გავიდა, ხოლო, დღევანდელ თამაშში გულშემატკივარმა 7 ბურთი იხილა. "შტუტგარტი" "ლევერკუზენს" 1-3 ამარცხებდა, თუმცა, მასპინძლებმა შემოტრიალება შეძლეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს. გადამწყვეტი მომენტი 70-ე წუთზე დადგა, როდესაც ბოენიშის და ერნანდესის გოლების შემდეგ ანგარიში გათანაბრდა. გამარჯვების დარტყმა მარცხენა ნახევმარცველის, მეჰმედის ანგარიშზეა - 4:3. თავის მხრივ, "ვოლფსბურგმა" "დარმშტადტი" 0-1 დაამარცხა და პირველ 4-ეულში ადგილს ინარჩუნებს. ბაიერნი 4-0 კიოლნი გოლები: რობენი 35, ვიდალი 40, ლევანდოვსკი 62, მიულერი 77 ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი (მარტინესი 62), ალაბა, რობენი (კიმიხი 65), ვიდალი, კოშტა, მიულერი (ალკანტარა 78), ლევანდოვსკი, კომანი კიოლნი: ჰორნი, მაროჰი, ჰექტორი, სორენსენი, ჰეინტცი, ლემანი, რისე, ვოგტი, გერჰარდტი (სვენტო 75), მოდესტე (ოსაკო 58), ზოლერი (ჰოზინერი 71) გაფრთხილებები: რაფინია 55 - ლემანი 61 ვიდეო მიმოხილვა: ბაიერი 4-3 შტუტგარტი გოლები: ბელარაბი 57, ბოენიში 70, ერნანდესი 71, მეჰმედი 89 - ჰარნიკი 50, დიდავი 54, რუპი 60 ბაიერი: ლენო, ბოენიში, ტოპრაკი (პაპადოპულოსი 71), ვენდელი, ტაჰი, კამპლი, ბრანდტი (ბელარაბი 57), კისლინგი (იურჩენკო 87), მეჰმედი, ერნანდესი, ჩალჰანოღლუ შტუტგარტი: ტაიტონი, კლეინი, ინსუა, შვააბი, სუნჯიჩი, ბაუმგარტლი, დიდავი, რუპი, გრუეზო (ფერატი 46 - რისტლი 79), ჰარნიკი, ვერნერი (კლიმენტი 85) გაფრთხილებები: ბოენიში 86, მეჰმედი 90 - სუნჯიჩი 45, შვააბი 81, რისტლი 90+1, ინსუა 90+3 ვიდეო მიმოხილვა: დარმშტადტი 0-1 ვოლფსბურგი გოლი: კალიჯური 78 დარმშტადტი: მათენია, გარიკსი (იუნგვირტი 75), დიასი, რაუში (კემპე 77), სალუ, კალდიროლა, ნიემეიერი (როზენტალი 83), ჰელერი, გონდორფი, საილერი, ვაგნერი ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, ტრეში, დანტე, როდრიგესი, გუსტავო, ვეირინია (შურლე 79), გუილავოგი (არნოლდი 65), დრაქსლერი (კალიჯური 75) კრუზე, დოსტე გაფრთხილებები: რაუში 59, ვაგნერი 62 - დანტე 75 ჰანოვერი 1-2 აინტრახტი გოლები: კლაუსი 51 - სტენდერა 57/65 მაინცი 1-3 ვერდერი გოლები: მუტო 90 - უჯა 39/44, ბარტელსი 45+3

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები