ულიე: "კლოპს "ლივერპულში" ყველაფერი გამოუვა, თუმცა კლუბს ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ულიე: "კლოპს "ლივერპულში" ყველაფერი გამოუვა, თუმცა კლუბს ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს"


ულიე:
მერსისაიდული "ლივერპულის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე "წითლების" ახალ მენტორზე, იურგენ კლოპზე საუბრობს. ფრანგი სპეციალისტი კლუბის არც ისე კარგ სატრანსფერო პოლიტიკასაც შეეხო. "მომავალი გვიჩვენებს კლოპის შედეგიანობას, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მას "ლივერპულში" ყველაფერი გამოუვა, - ციტირებს ჟერარ ულიეს Daily Mail. - ის ახალგაზრდა, ენერგიით სავსე მწვრთნელია, რომელმაც იცის, თუ რა სურს და აქვს საკუთარი ფილოსოფია. "ლივერპულის" მთავარი შეცდომა ცუდი სატრანსფერო პოლიტიკაა. კლუბი ძალიან ბევრ მოთამაშეს ყიდულობს. ვფიქრობ, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა კოლექტივის მოწესრიგებაზე უნდა იზრუნონ", - დასძინა ჟერარ ულიემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები